სამედიცინო პერსონალის თანხმობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი, მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ რუსთავის დაწესებულებაში დაბრუნდება. როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა ექიმთა ჯგუფი დასკვნას დადებს.  

„მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები