საქართველოში ომიკრონის 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგაოებრივი ჯანდაცის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ეპიდემიელოგმა, მაია კაშიამ განაცხადა, ქვეყანაში ახალი შტამის შემოსვლა გარდაუვალია და ისეთ პირობებში, როდესაც უამრავი მოქალაქე ჯერ კიდევ არ არის აცრილი, როგორც “ომიკრონი” ასევე ნებისმიერი სხვა შტამი საფრთხის შემცველია.

ახლა, როდესაც “ომიკრონი” 55 ქვეყანაშია დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება და ქვეყანაში ახალი შტამის შემოსვლა უბრალოდ დროის ამბავია. “ომიკრონი” გახდება გარკვეული დროის შემდეგ, 2-3 თვეში დომინანტი გახდება, როგორც აქამდე არსებული შტამები. ერთ დაავადებულ ადამიანს შეუძლია ბევრად უფრო მეტი ადამიანის დაავადება, ვიდრე ეს გახლდათ წარსულში არსებული შტამების შემთვევაში. საქართველოსთვის, რომელსაც ძალიან ბევრი აუცრელი ადამიანი ჰყავს, ნებისმიერი შტამი, რაც არ უნდა გამოჩნდეს, ძალიან სახიფათო იქნება. სანამ არ გვეყოლება ე.წ. იმუნური ფენა”, – განაცხადა მაია კაშიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამი პირველად ნოემბერში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია. ახალი შტამის შემთხვევები 55-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.

მსგავსი თემები