“აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ჯამურად 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა” – ღარიბაშვილი

“ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში,  საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ წლების განმავლობაში.  2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და  26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება 2022 წელსაც გაგრძელდება.

“პროგრამის ამოქმედებიდან, დღემდე ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ჯამურად 1 400 – მდე ბიზნესმა ისარგებლა, ჩვენ დაგეგმილი გაქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებასა და ფინანსური რესურსის მოძიებაში. მომავალ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში დაახლოებით 270 მილიონი ლარია გათვალისწინებული.1 სექტემბრიდან წელს უკვე ამოქმედდა პროგრამები „ბიზნეს ექსპორტი“ და „ბიზნეს უნივერსალი“. ისინი 350 ბიზნეს საქმიანობაზე ვრცელდება. წელს მიკრო გრანტების პროგრამით, 689 პროექტი დაფინანსდა და დამატებით  2500 ადამიანი  დასაქმდა. ასევე წელს ბიზნესის მხარდაჭერის სესხის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 327 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 520 მილიონ ლარამდე ჯამური ინვესტიციის მოზიდვას და დაახლოებით 5200-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას“,  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები