„შეეშვით ჭორაობას“ – მინისტრი სამთავრობო ცვლილებებზე

პრემიერ მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვლილებები სწორედ მედიის გავრცელებული ჭორია. „გთხოვთ. შეეშვათ ჭორაობას!“ – აცხადებს ნათია თურნავა.

მისი შეფასებით, სწორედ მედია ცდილობს გარკვეული აჟიოტაჟის ატეხვას.

“თქვენ ყოველთვის ცდილობთ განცდა შექმნათ, თითქოს რაღაც ხდება. არასწორია ეს. ზოგადად, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებს და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე, გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას!“ – განუცხადა თურნავამ მედია.

მსგავსი თემები