საფრანგეთი „ომიკრონის“ დომინანტობის მოლოდინშია

​კორონავირუსისი ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელებას მომავალი წლიდან ვარაუდობენ.

როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, ვირუსი ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მალე დომინანტური გახდება და საფრანგეთშიც გავრცელდება.

ამ ეტაპისთვის, საფრანგეთმა დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა გაამკაცრა, აცრებს შორის მანძილი შეამცირა, ე.წ. მწვანე პასპორტების კონტროლი გაძლიერდა, ტრანსპორტშიც გარკვეული რეგულაციები დაწესდა და სადღესასწაულო ღონისძიებები შეზღუდა.   

მსგავსი თემები