ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი  გარდაიცვალა. ინფორმაციას სახალხო არტისტის გარდაცვალების შესახებ  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და უსამძიმრებს  ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.

სამძიმრის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ავრცელებს და აცხადებს, რომ ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა საქართველოს.

მსგავსი თემები