“გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის გარდაცვალების მიზეზი” – ალექსანდრე გეჯაძე

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე მიიჩნევს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდავცალებასთან დაკავშირებით სასურველია კომისიის შექმნა, ალექსანდე გეჯაძე გამოძიების პასუხებს ელოდება:

“„ჩემი მოსაზრებაა, რომ კომისია შეიქმნას, ვნახოთ როგორ წამოვა გამოძიება, არ მგონია, გამოძიება სპეციალისტების, ვისაც მე პირადად მოვითხოვ, ჩართვაზე წინააღმდეგი იყოს… ამ ეტაპზე ექსპერტიზისთვის დასმული ყველა კითხვა მნიშვნელოვანია, შესაძლოა, შეკითხვები დამატებით გაიზარდოს. გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის სიკვდილის მიზეზი, ამ დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია სიკვდილი, ხომ არ ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან მომწამვლელი ნივთიერება და ხომ არ აქვს ადგილი მომწამვლელ ზემოქმედებას, ასევე პასუხი უნდა გაეცეს სიკვდილის ხანდაზმულობას“, – აცხადებს გეჯაძე.

მსგავსი თემები