მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ – ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს

მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას და სარეგისტრაციო ნომრის მიღებას ვერ ახერხებენ – ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში Pfizer-ის 28 000 დოზა ჩამოვია. 7 კლინიკა, რომელიც პირველი ეტაპისთვის Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესში უნდა ჩაერთოს, იმუნიზაციის პროცესისთვის უკვე სრულიად მზად არის, ასევე გადამზადებულია დამატებითი კადრებიც.

რაც შეეხება 7 კლინიკიდან ერთ-ერთს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ის დღეიდან, შეყფერხებელ, მუშაობის 7 დღიან რეჟიმზე გადადის.

“ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა – 14 000 და14 000. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ, გარანტირებულად ყველა ადამიანს რომ შეხვდეს პირველად აცრილს ეს გახლავთ პირველი პარტია იმ დიდი მილიონ დოზიანი ხელშეკრულების და მეორე და მესამე პარტია თანდათანობით უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს. ამ წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონამდე დოზა, ოდნავ მეტი, ამ ხელშეკრულებით ქვეყანას უნდა ჰქონდეს,” – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

აცრები Pfizer-ით 16 ივლისიდან უნდა დაიწყოს.  

მსგავსი თემები