გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ამ მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! – აღნიშნული მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.

ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

მსგავსი თემები