“როცა ამბიონიდან იძლევიან კურთხევას და მითითებას იძალადეთო, ეს არის მოწოდება ძალადობისკენ” – ბექა დავითულიანი

“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, როდესაც სასულიერო პირები ამბიონიდან ქრისტეს სახელით რადიკალურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებენ, მისი შინაგანი შეგრძნებით, ეს ნამდვილად არის ძალადობისკენ წახალისება.

“როდესაც ადამიანი კურთხევას ამბიონიდან იძლევა, რომ იძალადეთ და იძალადეთ ქრისტეს სახელით, რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე, ჩემთვისაც და თქვენთვისაც, ეს არის ძალადობისკენ მოწოდება, მაგრამ ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება და გამყარება მტკიცებულებებით. მტკიცებულება ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი, მაგალითად ისე, რომ უნდა ვიღაცამ თქვას – კი ჩვენ ან მოვილაპარაკეთ, რომ ვიღაცა ორგანიზებაში დავადანაშაულოთ, ან უნდა დამტკიცდეს სხვა რაიმე მტკიცებულებით, რომ მოილაპარაკეს,” – აღნიშნა  დავითულიამა.

მისივე თქმით, 5 ივლისის მოვლენებზე შსს მინისტრია პარლამენტშია მიწვეული და რომელიც გასცემს პასუხს ყველა კითხვას.

მსგავსი თემები