ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, შესაძლოა “ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი” გაიხსნას. ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს.

​როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ავლაბრის რეზიდენციისთვის შემდგომი ფუნქციის შექმნასა და მის  განვითარებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს იდეას, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. მისი თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ავლაბრის რეზიდენციის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ განხილულა.

„პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ ეს იყოს ეროვნული მუზეუმი და ეროვნული სიბრძნის დემონსტრირების ადგილი და არა ვთქვათ, პრეზიდენტის, დღევანდელის თუ მომავალში არსებულის სასახლე. ეს იდეა წარმოიშვა. შედგა ჯგუფი,რომელიც გაუწევს კოორდინაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა განვითარდეს და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს აღნიშნული იდეა. კონკრეტული იდეის ავტორი ასე გამოკვეთილი არ არის. ეს არის ჯგუფის იდეა, რომელსაც ჩანს, რომ რეალური განვითარება ექნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფოტო:WWW.PAATA.GE

მსგავსი თემები