Pfizer​-ის ვაქცინა საქართველოშია

pfizer​-ის ვაქცინა საქართველოშია, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

pfizer-ით ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

მსგავსი თემები