საქართველოს პარლამენტი ვალდებულებაა, მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი ევროპული გზისკენ – ვიოლა ფონ კრამონი 5 ივლისზე

5 ივლისზე განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები ონლაინ კონფერენციაზე, რომელშიც ქართველი დეპუტატებიც მონაწილეობენ.

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს ცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი. მისივე თქმით, ეს იქნება ნაბიჯი ევროპული გზისკენ.

“ყველამ ვნახეთ ის ძალადობრივი თავდასხმები 5 ივლისს. აუცილებელია განსხვავებული აზრების კონსესუსი მოხდეს მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით. ეს აუცილებელია მოხდეს ყველა დონეზე იქნება ეს სახელისუფლებო, თუ საზოგადოებრივი. საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი. ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი ევროპული გზისკენ,”- ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ონლაინ კონფერენციაზე აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ გამოვლენილი აგრესიისა და ძალადობის უკან რუსული ძალები დგანან. კახა კუჭავამ ასევე აღნიშნა, რომ ყველა პირი, ვინც 5 ივლისის ღამეს მონაწილეობდა ძალადობრივ პროცესებში, ყველა იქნება ამოცნობილი და სათანადოდ დასჯილი.

“რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროპას მით უფრო აგრესიული ხდება ძალები, რომელსაც არ სურთ მისი წარმატება. გვახსოვს 5 ივლისი, რაც სამწუხარო გზით დასრულდა. ჩვენ ვნახეთ აგრესია და ძალადობა, გვჯერა რომ მომხდარის უკან რუსული ძალები დგანან. ამ ძალებს სურს, რომ საქართველო ვერ დაუახლოვდეს ევროპას. ამ საქმეზე დავაკავეთ ადამიანები.

ჩვენ ვგლოვობთ ლექსო ლაშქარავას, ოპერატორს რომელიც ამ ძალადობის დროს დაშავდა. გამოძიება გრძელდება, საზოგადოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დეტალებით. საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი. ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ძალადობა ვერ იქნება შეწყნარებული. ყველა პირი, ვინც ამ სამარცხვინო ძალადობაში მონაწილეობდა, იქნება ამოცნობილი და სათანადოდ დასჯილი,”- განმარტავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

მსგავსი თემები