საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა –  5 083 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 092 პირს დაუდასტურდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 14 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 311 შემთხვევა გამოვლინდა, 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები