„თუ მთავრობა ჩათვლის, რომ სუბსიდირების მექანიზმი უნდა გაგრძელდეს, გამოცხადდება ტენდერი“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველ ივნისს იწურება სუბსიდირების პროგრამის ვადა, ამ სუბსიდირების მიზანი იყო პურის ფასის შენარჩუნება,“ – ამის შესახებ „მედიაცანეტრ მთავარში,“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა  დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

სილაგავა იმ მექანიზმზე საუბრობს, რაც სუბსიდირების ვადის ამოწურვის შემდეგ ამოქმედდება:

„თუ მთავრობა ჩათვლის, რომ სუბსიდირების მექანიზმი უნდ გაგრძელდეს გამოცხადდება ტენდერი, თუმცა სუბსიდირების პროგრამა,რომც გაგრძელდეს, ხორბლის ფასი შეცვლილია და არსებობს მცურავი ფასი, ამ დროისთვის მოლოდინია, რომ ხორბლის ფასი დაიკლებს, რადგან დაიკლო ფქვილის ფასმაც, ჩვენი აზრით სუბსიდირება არის მექანიზმი,რომელიც უკიდურესი სიტუაციის დროს უნდა იქნას გამოყენებული, შესაბამისად სუბსიდირებას არ ვეთანხმებით, თუ სუბსიდირების  მოხსნის თემასთან მივდივართ ყველაზე კარგი დრო არის ეს, თუმცა მოსახლეობის განწყობა არ ვიცით.“ – განაცხადა სილაგავამ „მედიცანტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები