“ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება” – გიორგი ვაშაძე

ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43- პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნების წაგების ეშინია და ამიტომ კახა კალაძეს „საკამპანიო კეკლუცობა” უკვე დაწყებული აქვს. ვაშაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ თუ „ქართული ოცნების” „კარტოფილებს და კიტრებს ისევ მივყიდით ხმას, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში ყველა გაკოტრდება”.

„ქართული ოცნება” არის უმძიმეს ვითარებაში, ნულოვანი შანსი აქვს, რომ 43 – პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მას არ მიეხმარა, აქედან გამომდინარე დაიწყეს კამპანია, დაიწყეს ადმინისტრაციული რესურსის გამიყენება, ბატონ კალაძეს ის კი არ აინტერესებს ლილოს ნაგავსაყრელის გამო კრედიტი რომ აქვს აღებული, პროცენტის პროცენტს ვიხდით ტყუილად და ნაგავსაყრელი არაა გაკეთებული, აინტერესებს საკამპანიო კეკლუცობა, რომელიც მან დაიწყო. ხომ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ, იმიტომ რომ ეშინიათ, იციან, რომ წააგებენ, რესურსი ამოწურა „ქართულმა ოცნებამ“, დინების საწინააღმდეგოა, რომ დღესაც ხელისუფლებაში არიან, ამიტომ ყველა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ.

საარჩევნო რეფორმა, რომელზეც შევთანხმდით, არის არჩევნების დღე, არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე, ამ გაყალბების პროცესში ჩაერთო უკვე „ქართული ოცნება“. მინდა მოსახლეობას მივმართო, მათ დაშინებებს, მოსყიდვებს, მათ კარტოფილებს და კიტრებს თუ ისევ მივყიდით ხმას, იცოდეთ, რომ უბრალოდ გავკოტრდებით ყველა ქვეყანაში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კამპანიას, ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43 – პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება, სხვა შემთხვევაში, ის ვერ გადალახავს ამ ბარიერს. მე ვერავის ავუკრძალავ გამოჩენას, ვერავის დავუწესებ ცენზურას, მე ვთქვი ის, რაც არის სიმართლე, ეს საქართველოში იცის ყველამ, ბევრჯერ გამოჩნდება, ბევრჯერ შეაშინებს ხალხს, ბევრჯერ ექნება რევანშისტური რიტორიკა?- დამერწმუნეთ ეს არის ერთადერთი გზა, რომ 43 – პროცენტიანი ბარიერი გადალახოს „ქართულმა ოცნებამ“, სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ განადგურებით დაასრულებს ოქტომბრის არჩევნებს,”- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები