„ერთ თვეში გვეცოდინება პური ფასი აიწევს თუ შენარჩუნდება“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავრში“

„სამიზნე ფასი, რომელიც იყო 53 ლარი, იქამდე დარჩენილია კიდევ 7 ლარი, შესაბამისად იქნება თუ არა ამაზე დაკლება ძნელი სათქმელია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

სილაგავა აღნიშნავს, რომ თუ სუბსიდირება კიდევ გაგრძელდა ეს იქნება 7 ლარი და არა 20 ლარი.

„ჩვენ ვართ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, ჩვენ ჯერ არ ვიცით შემცირდება თუ არა ხორბლის ფასი, ჯერ არ ვიცით პურის მწარმოებლებს აქვთ თუ არა რეზერვი და რამდენად ყოფნით ეს ყველაფერი მათი კომპეტენციის საკითხია, ერთ თვეში გვეცოდინება პურის ფასი აიწევს თუ შენარჩუნდება:

ყველა პროდუქტი არის ბიზნესური პროდუქტი, კომპონენტების გაძვირებას თუ შევხედავთ, ლოგიკიდან გამომდინარე ფასის გაზრდის მიზეზი არსებობს.

ახლა ხდება ახალი მოსავლის აღება ხორბლის და იმედი გვაქვს, რომ სტაბილურობა იქნება ბაზარზე, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხორბლის ფასზე და ლარის კურსზე,“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები