„ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებით საკუთარ ტვიტერის გვერდზე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ ევროკავშირისა და აშშ-სთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.  

„ევროკავშირის და აშშ-ის ერთიანობა მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად. საქართველოს შემთხვევაში პარლამენტში პოლიტიკური პარტიების დაბრუნება, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი  მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. მხოლოდ ორი მაგალითი, სადაც ჩვენ ვერთიანდებით ლიდერობისთვის“, – წერს მიშელი „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები