“რა თქმა უნდა ჩვენ დავაკვირდებით ეპიდვითარებას კიდევ ერთი კვირა, 10 დღე და მერე გადაწყვეტილებები იქნება” – ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა ერთ კვირაში, 10 დღეში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დღეს ეს საკითხი არ განხილულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება. ინფიცირების მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ამიტომ დღესაც 1000 შემთხვევაა.

სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს ხოლმე შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც ჩვენი ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 300-600-700-ს შორის.

ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა ჩვენ დავაკვირდებით ეპიდვითარებას კიდევ ერთი კვირა, 10 დღე და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები