შეღავათები ორჯერადად აცრილებისთვის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა იმ წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ორჯერადად აცრილებისთვის იქნება შესაძლებელია.

მისივე შეფასებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება პირველ რიგში, სწორედ ორჯერადად აცრილებს შეეხებათ.

„დღეს ვიმსჯელეთ წამახალისებელ ღონისძიებებზეც, რომ ორჯერადად აცრილებს სავალდებულო ტესტირება აღარ ჰქონდეთ. ასევე კომენდანტის საათთან დაკავშირებით შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ რიგში, ალბათ ორჯერადად აცრილებისთვის იქნება. ეს ღონისძიება რატომ უნდა იყოს დისკრიმინაცია, პირიქით, ჩვენ ყველა უნდა ავიცრათ. პირიქით, სტიმულია ადამიანებისთვის, რომ ყველა ავიცრათ. ჩვენ აუცილებლად შემოდგომას უნდა შევიდეთ უსაფრთხო სკოლებში, ანუ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს სკოლებში ორჯერ აცრილი, ასევე უნივერსიტეტები, სტუდენტები და ყველა ლექტორი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ ინფექცია“ – განმარტა ამირან გამყრელიძემ.  

მსგავსი თემები