რა უპირატესობებით ისარგებლებენ სრულად ვაქცინირებული პირები

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წამახალისებელი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. გაბუნიამ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ასევე განიხილება, წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი, ანუ ვაქცინირებული პირისთვის ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.

და ასევე განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი მწვანე საშვი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები