ე.წ. კომენდანტის საათის დროს წყალტუბოში სასტუმრო “არგო” დაარბიეს – ნაცემია სასტუმროს მფლობელის შვილიშვილი

წყალტუბოში სასტუმრო “არგო” დაარბიეს. შემთხვევა წუხელ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდნენ.  

ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვრიეს. დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია სამი ადამიანი.

მსგავსი თემები