„ბავშვები წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არიან“ – ნინო ლომჯარია საპატრიარქოს მიმართავს


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამჯერად საქართველოს საპატრიაირქოს მიმართავს და მათი სურვილის შემთხვევაში, მზადაა შეხვდეს და ღიად ესაუბროს.

როგოც ლომჯარია აცხადებს, ყველაფრის მიუხედავად, პანსიონატში მცხოვრები ბავშვები წნეხის ქვეშ არიან.

„როდესაც ჩვენ დაწესებულებებში მონიტორინგს ვახორციელებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან დირექტორს. შესაბამისად, როცა ჩვენ დაუგეგმავად განვახორციელებთ ამ მონიტორინგს, იმედი მაქვს, ამას ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები მასთან შეხვედრაზე უარს არ იტყვიან.

„კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. იმედი მაქვს ამაზე დადებით პასუხს მივიღებ“ – განმარტავს ლომჯარია.

მსგავსი თემები