ერგნეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე იმსჯელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად. იყო კონსულტაციები და ამ ეტაპზე, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება.  განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად.  რაც შეეხება შემდგომ პროცესს, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანდეს“, – განცხადა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი თემები