“საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გავრცელებას იწყებს” – პაატა იმნაძე

„საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამიც გავრცელებას იწყებს,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

„სამწუხაროდ, „დელტა“ (ინდური შტამი) შტამის ფუნქციონირება მთელ ევროპაში ძალიან იმატებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში „დელტა“ შტამი წამყვანი ხდება.

ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა ჩვენთანაც იმატებს. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბრუნდებიან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ გავრცელებას იწყებს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები