ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. მათ შორის დააყენებს ზაზა გახელაძისა და 2019 წელს ოკუპანტების მიერ გატაცებული გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს. შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან წვდომის შესაძლებლობასა და ეპიდვითარებაზე.

მეტი...

“გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით” – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე

გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია. რაც შეეხება მეუფე სპირიდონს, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა პანსიონს ხელძღვანელობდა, თუმცა გუშინ ხელმძღვანელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მეუფე იაკობი დასძენ: „მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს?“ კითხვაზე, ვინ დაიგვიანა რეაგირება პანსიონში შექმნილ ვითარებაზე, მეუფე იაკობის თქმით, „სახალხო დამცველმაც და ყველა იმ ორგანიზაცია, ვინც იცოდა“. ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. როგორც…

მეტი...

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში და უკრაინაში იწვევს

დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს. დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს. „ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ნებას ჭეშმარიტად მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში. ნება მომეცით, მოგიწვიოთ უკრაინაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს,“-…

მეტი...

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს. გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში. ამასთან, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

მეტი...

NATO-ს მიერ საქართველოსა და უკრაინის შესახებ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას ამერიკელი სენატორი რობ პორტმენი ეხმაურება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოსა და უკრაინის შესახებ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, ამერიკელი სენატორი რობ პორტმენი მიესალმება. ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს. “საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ისინი ნატოს ნაწილი უნდა იყვნენ,” – ნათქვამია პორტმენის განცხადებაში.  ალიანსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკას აკრიტიკებს.

მეტი...