ბოლო დღე-ღამეში 16 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 820-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 012 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 64, შიდა ქართლი – 26, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

მსგავსი თემები