ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებს აჩუქებს

  •  

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდ პანდემიის დასამარცხებლად საქართველოს ლიეტუვა გვერდში დაუდგება. აღნიშნულის დასტურად კი პრეზიდენტმა ვაქცინების კუთხით დახმარება დაასახელა.

„მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება და ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გადმოგვცემს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კოლეგასთან ისაუბრა, კულტურული და სხვა ურთიერთობების აღდგენაა.  

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღვნიშნე, რომ ჩვენი საზღვრები ღიაა ვაქცინირებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც PCR ტეტსი ექნება. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ტურისტული ურთიერთობები აღდგეს რაც შეიძლება ჩქარა, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ.

ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობაზე. ჩვენს მოქალაქეებს შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობები იყოს და ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა დავგეგმოთ საქართველოს დღეები ლიუტუვაში და ლიეტუვას დღეები საქართველოში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. ესეც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმაა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები