“ზამბარის ეფექტია”, ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა” – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა და ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა.

“აპრილის მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას საკითხი, იგივე ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით. მაკროეკონომიკური მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა. ამას მე ზამბარის ეფექტი ვუწოდე, წამოსულია გადავადებული მოთხოვნები,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ შეკითხვაზე, რამდენად გაუძლებს საქართველოს ბიუჯეტი COVID-სგან გამოწვეულ კრიზისს განაცხადა, რომ ეკონომიკური ვარდნა და ფინანსური კრიზისი კოვიდის გამო არ იყო გამოწვეული და მთავარი გამოწვევა ჯანდაცვაში იყო.

“კოვიდის გამო მთავარი გამოწვევა იყო ჯანდაცვაში და ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯანდაცვას მოვუაროთ იმისათვის, რომ შემდეგი ტალღა არ მივიღოთ,” – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი თემები