გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერს შეხვდა.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფილიპ რიკერმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.

პარტიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ.

პარტია „საქართველოსთვის“ ცნობითვე, გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები