ვირუსით 797 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 842 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 695  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 797  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.84 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  352 649-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.67%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%.

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გაუხსნეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა ამჯერად მსხვერპლის გარეშე დასრულდა. „სომხური მხარე მიზანმიმართულად ატარებს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების პოლიტიკას და ახორციელებს სამხედრო პროვოკაციებს. ეს კი ხდევა არჩევნებამდე. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება,“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე  iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

ტექნიკის მაღაზია თბლისში ისევ გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მაღაზიიდან გატანილია ძვირადღირებული ტექნიკა. როგორც მაღაზიის მფლობელი კახა სეფიაშვილის აცხადებს, დანაკარგი  დაახლოებით 90 ათას ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პერიმეტრიდან სათვალთავალო კამერების ჩანაწერები ამოიღო რისი დამუშავებაც მიმდინარეობს.  

მეტი...

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი “მინისტრის საათის” ფორმატში ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე ისაუბრებს. “მინისტრის საათის” პროცედურა პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება. მინისტრს ანგარიშის წარსადგენად 45 წუთი აქვს, რის შემდეგ პროცედურა დეპუტატების შეკითხვებს ითვალისწინებს. მინისტრი, დეპუტატების შეკითხვებს 1-საათიანი შესვენების შემდეგ უპასუხებს. დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა 10 წუთიანი რეგლამენტით თანამომხსენებელს,  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დაეთმობა, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის 5-წუთიანი გამოსვლებია განსაზღვრული. რეგლამენტით, პოზიციების დასაფიქსირებლად უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის 3-წუთიანი გამოსვლებია გათვალისწინებული. თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები, თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, მათი გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს…

მეტი...

ბათუმში მაღაზიის გადაწვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

რამდენიმე დღის უკან, ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის და მაღაზიია გადაწვის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2005 წელს დაბადებული შ.ა. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და…

მეტი...

GWP წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

11 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის„ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. „11 ივნისს, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზ N19-თან, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო,12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: გურამიშვილის გამზ. N 19, 21, 23. 11 ივნისს, ისნის რაიონში, ავლაბრის ქუჩაზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დუშეთის, ქეთევან წამებულის N1-11(კენტებს) ფერისცვალების ქუჩას, ჩიხს და გასვლელს. მეტეხის N16 კორპუსს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

მაშველებმა კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ინფორმაცია, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 4 ივნისს შევიდა. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება. გაუჩინარების ადგილას სპეციალური მცურავი საშუალებებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. კვარიათისკენ გავიდნენ მყვინთავთა ჯგუფები და საზღვაო-სამაშველო კატარღა. სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად გამოყენებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფრენი საშუალება –…

მეტი...

“ნინოწმინდის პანსიონის დახურვა არ იგეგმება” – საპატრიარქო

საპატრიარქოს იურისტი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი განმარტებით, პროცესი კონტროლზეა აყვანილი და საქმის ძირითადმა ნაწილმა თბილისში გადმოინაცვლა. ედიშერ ქარჩავა ასევე ამბობს, რომ მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა უწყებებს შორის რათა მიღებულ იქნება ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება. საპატრიარქოს იურისტის თქმით, თუ დადასტურდა რაიმე სახის გადაცდომა, რეაგირება იქნება, თუმცა პანსიონის დახურვას გამორიცხავს. “პროცესები, რაც ადგილზე იყო ნინოწმინდაში, აყვანილია სრულიად კონტროლზე, ერთობლივად მიმდინარეობს იქ სამუშაო ვითარება, რომ შესწავლილი იქნას, ყოველი ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობა, რა არის მისთვის უკეთესი, ოჯახური გარემო, პანსიონში დარჩენა დროებით, თუ სხვა ფორმები. სამუშაო ვითარება მთლიანად უკვე გადმოვიდა თბილისში. პანსიონის დახურვა, როგორ…

მეტი...

თბილისში, 50 ქუჩასა და რამდენიმე დასახლებას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს. ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, V, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, მირაქიშვილის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ფარსმან ქველის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბანს და ფარსმან II ქველის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV ​მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გეგმური სამუშაოების…

მეტი...

„გახარიამ ბადრის გადასცა წერილი, მის კაბინეტში“ – მამუკა ხაზარაძე

ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გიორგი გახარიას მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის წერილის გადაცემის დეტალებს პირველად ამბობს. დღეს ლელოს ლიდერმა პასუხი გასცა მთავარ კითხვას თუ სად მოხდა ცნობილი მუქარის წერილის გადაცემა. მამუკა ხაზარაძის თქმოთ, ბადრი ჯაფარიძეს, მაშინდელმა შსს მინისტრმა სამინისტროში, მინისტრის კაბინეტში გადასცა. “ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილო ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა…

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დადგინდეს. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი…

მეტი...

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში, 11 ივნისს, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ლაშა ხუციშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მონაკოს პრინცი მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია. პრეზიდენტმა მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრინცთან შეხვედრისას განიხილა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო ასევე, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების თემებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასაც.

მეტი...