„ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ საქართველოს გადაეცეს ვაქცინა, 15 ათასი დოზა“ – ლიეტუვას პრეზიდენტი

საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამით პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს.

როგორც ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის  შემდეგ განაცხადა, ლიეტუვა საქართველოს ხედავს როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს.

„ვუყურებ საქართველოს და მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ენერგიულად იღწვოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენი გზა არ იყო მარტივი, შედარებით უფრო ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ჩვენს საზოგადოებაში ამაზე ეჭვი არ იყო. ვხედავთ, ასეთ მონდომებას ქართველ ხალხშიც. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ მარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ – განაცხადა ლიეტუვას რეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო ლიეტუვასგან საჩუქრად ვაქცინებს მიიღებს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ პანდემიასთან ბრძოლა. მხარს ვუჭერ ევროპის კომისიის მცდელობების, შეიქმნას ვაქცინების გაზიარების საერთო ევროკავშირის სისტემა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ჩვენი მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, როგორ დავხმარებოდით საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ საქართველოს გადაეცეს ვაქცინა, 15 ათასი დოზა“ – განაცახადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები