„ომიკრონის“ მე-6 ტალღა საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონით“ გამოწვეული პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება“, – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, ის ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რომელიც დღეს ქვეყანაში დაფიქსირდა, ასახავს იმ მოლოდინს, რაც მათ ჰქონდათ.

„რომელ ქვეყანაშიც ფიქსირდება „ომიკრონი“, რეკორდული მაჩვენებლის ციფრებს ვხედავთ. ზრდა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. 3-4ჯერ მეტი ვიდრე ადრე ყოფილია. ავსტრალიაში შემთხვევვების რაოდენობა 5-ჯერ მეტია  ვიდრე ადრე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ  „ომიკრონი“ გვიფიქსირდება, ეს მაჩვენებელი ისეთი მკვეთრი არ არის როგორიც სხვა ქვეყნებში. ის ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც დაფიქსირდა, ასახავს იმ მოლოდინს რაც ჩვენ გვქონდა. „ომიკრონით“ გამოწვეული პანდემიის მე-6 ტალღა იქნება საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელი.  ჩვენი მოლოდინი, ყველაზე მაღალ ინფიცირებასთან დაკავშირებით გამართლდა, ეს ფაქტია.

ჩვენთან „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა  თითქმის ერთი თვეა და ზრდა არ არის ძალიან გამოხატული. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, არ იქნება მკვეთრი ზრდა, როგორც სხვა ქვეყნებშია. საქართველოში შესაძლებელია ის სცენარი განვითარდეს როგორიც გერმანიაში და თურქეთშია. შესაძლოა, ზრდა დაფიქსირდეს , მაგრამ არა ისეთი  რადიკალური“, – განაცხადა ივანაე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები