ფილიპ რიკერი საქართველოში ისევ დაბრუნდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ისევ საქართველოშია. „თეთრი სახლის“ წარმომადგენელი თბილისში ბაქოსა და ერევანში გამართული შეხვედრებიდან დაბრუნდა და საქართველოს პატრიარქსაც შეხვდა.

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია იმუშაოს რეგიონში მის პარტნიორებთან, რომლებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამივე ქვეყანასთან“ – განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა და გზავნილები ისევ გააჟღერა.

„სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და უფრო მეტად პერსპექტიული მომავალი. მოხარული ვარ და პატივია, რომ როგორც ბაიდენ-ჰარისის და ბლინკენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დავბრუნდი აქ, სადაც მანამდეც ვყოფილვარ და მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა ჩვენი როლი, ჩვენი პარტნიორობა და ის ნაბიჯები, რომლითაც ვეხმარებით ქვეყნებს სამომავლოდ მეტ სტაბილურობაში, კონფლიქტების გადაჭრაში და ვეძებთ შესაძლებლობას უფრო მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა რიკერმა.

ფილიპ რიკერი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. დღესვე, ფილიპ რიკერი მცხეთაში ჩავიდა და ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.

მსგავსი თემები