საქართველო 3 600 000 დოზა ვაქცინას ელოდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეცნიერთა უმეტესობა ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას უჭერს მხარს. მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინის პრობლემა არ იქნება და ზაფხულში დიდი რაოდენობით აცრას ველოდებით.  

„ივლისიდან არსებობს უკვე გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი,  გარანტირებული კონტრაქტები. 4 თვის განმავლობაში – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა“ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ორჯერადი ვაქცინაცია საკმარისი არ იყოს და მესამე დოზის გაკეთებაც გახდეს საჭირო.

„შესაძლებელია, რომ მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა გახდეს საჭირო. ამაზე მიდის ახლა დაკვირვებები. მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა, რომ შესაძლებელია, მესამე დოზით აცრა იყოს საჭირო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ იმუნიტეტი გახანგრძლივდეს. კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 49% გამოთქვამს სურვილს, რომ აიცრას. 20% მერყეობს,  დანარჩენი კი ამბობს, რომ არ აიცრება“ –  განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები