პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიდან ამ დროისთვის მხოლოდ თინა ბოკუჩავა იმყოფება

7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პირველი დეპუტატი, რომელიც საკანონდებლო ორგანოში მივიდა, თინა ბოკუჩავა იყო. პარტიის სხვა წევრები კი, საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მივლენ.

პარლამენტი დღეიდან სრულყოფილი შემადგენლობით იმუშავებს.

საკანონდებლო ორგანოში დანარჩენ დეპუტატებსაც ელოდებიან, თუმცა არა მხოლოდ კოლეგები.

პარტიის გადაწყვეტილებას შენობის შესასვლელთან მოქალაქეები აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ არც ერთ მოძრაობას არ მიეკუთვნებიან. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. 

მსგავსი თემები