„რჩებიან მარგინალურ ზონაში“ – თალაკვაძე „ნაციონალებზე“

„ვიდრე ისინი ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, რჩებიან მარგინალურ ზონაში“ – ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც დღეს პარლამენტში შევიდნენ, თუმცა, შარლ მიშელის  ე.წ. შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვიდთვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა. მათ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება. დანარჩენ პასუხებს უკვე ისინი პარლამენტში მიიღებენ შემდეგი თვეების განმავლობაში“ – განაცხადა თალაკვაძე.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. შეთანხმების დოკუმენტსაც ხელს მოაწერს.

„მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც. ვიდრე მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც ანტისისტემური და რადიკალური პოლიტიკური პარტია. ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, ვიდრე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები