„სასწრაფოდ პოლიტსაბჭო მოვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს“ – გიორგი გახარია გადადგომის მიზეზებზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას, გადადგომამდე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეფონზე არ უპასუხა, როგორც გიორგი გახარია განმარტავს, მას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობა ნამდვილად ჰქონდა.   

„მე მქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობა.  როცა დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს ამას ვერ გაბედავდნენ,  ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, სწორედ ამის მერე მქონდა დაკავშირების მცდელობა, რომ გამერკვია რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა. ამის მერე მე დავუძახე ჟურნალისტებს და მივიღე გადაწყვეტილება. მე არც ერთი პროცედურული ნაბიჯი პარტიის წინაშე არ დამირღვევია. როცა ვნახე, რომ პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან კომპრომისი ვერ ვიპოვე, მოვითხოვე პოლიტსაბჭოს შეკრება. ეს მოვითხოვე სასწრაფო წესით. მარგამ უარი მითხრეს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.   

მსგავსი თემები