„ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტს ცალსახად არ ექნება მხარდაჭერა, შეიძლება წინააღმდეგ მივცე ხმა” – თამარ კორძაია

„ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტს ცალსახად არ ექნება მხარდაჭერა, უფრო მეტიც, შეიძლება ხმა წინააღმდეგ მივცე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმ სულისკვეთებით არ მოქმედებს, რომელზეც შეთანხმება შედგა.

„მმართველი გუნდი მოტივირებული არ არის, რეალური დიალოგი წარმართოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან და ისეთი დებულება, ისეთი ფორმით ჩაწერა, რაც შეიძლება ღირსების შემლახავი იყოს არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ შეთანხმების შესრულების ასეთ ზღვარზე იაროს, ამ სულისკვეთებას დასავლელი პარტნიორები დაინახავენ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი თემები