„ბატონმა ლევან რატიანმა მეგი ბაქრაძის მიღებაზე, თავიდან უარი თქვა“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„ლევან რატიანმა უადგილობის გამო უარი თქვა პაციენტის მიღებაზე თავიდან, შემდეგ კი, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან დარეკეს, აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ადგილი, ლევან რატიანმა თქვა, მეგის გადარჩენა არგადარჩენა ბედისწერა იყო, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურა საქმეს აჭიანურებს და მიზეზად მასალების არქონას ასახელებს. ადვოკატები ბრალდებულ პირთა წრის გაფართოვებას ითხოვენ:

„ არაფერი გაუკეთებია პროკურატურას, შპრიცები, რომელიც ადვოკატების მოთხოვნით ამოიღო პროკურატურამ,  21 ცალს შეადგენდა, თუმცა იმ პერიოდში აიცრა 20 ადამიანი, გაჩნდა კითხვა, რატომ იყო ზედმეტი შპრიცი, თუმცა არც ამით ინტერესდება პროკურატურა.

 ამ ეტაპზე გაფართოებული უნდა იყოს ბრალდებულ პირთა წრე, ჩვენ ვიცით მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გაყალბდა, ასევე გაყალბდა მითითებული პრეპარატების ჩანაწერები, აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია დამნაშავე პირთა იდენთიფიცირება, თუ ვინ აწერს ხელს გაყალბებულ დოკუმენტაციას.

როგორც ბოლო შეხვედრის დროს პროკურატურამ აღნიშნა, მათ არ სჯერათ, რომ ერთი და იგივე დოკუმენტაციაა ამოღებული რეგულირების სააგენტოდან და კლინიკებიდან, ამცრელი ექიმიც კი არ იყო გამოკითხული, სამი თვის განმავლობაში პროკურატურა გვეუბნება, რომ რეგულირების სააგენტო არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან, სადაც მათი უნიათობა ჩანს,“ – განაცხადა ნინო ამაღლობელმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები