„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის შერცხვენილი და თავლაფდასხმული” – ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაგვიჯერა, ჩვენ ვაფრთხილებდით მაშინ ჯერ კიდევ შეხვედრები იყო, სიტყვით გვაქვს მათთვის ნათქვამი, უმანდატო ბოკერიას და უგულავას ჭკუაზე ნუ ივლით, მათ დაკრულზე ნუ იცეკვებთ, არ დაგვიჯერეს, შემოდიან შერცხვენილები და თავლაფდასხმულები, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი არის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი.

„ახლა მაინც დამიჯერონ, დაუჯერონ ჩვენს პარტიას, რჩება მინდა მივცე და თხოვნა მაქვს მათთან, აქ ცირკის მოსაწყობად ნუ შემოვლენ, ეს არის გასაცოდავებული გაღადაკებული ქვეყნის და ხალხის პარლამენტი, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ამ საქმით ვართ დაკავებული, დღე და ღამე ვცდილობთ, პენსიებზე ვიფიქროთ, ვეტერანების დახმარებაზე ვიფიქროთ, მიწის რეფორმაზე ვიფიქროთ, დაგვიჯერონ, ყური გვიგდონ ამჯერად მაინც და შოუები კი არ მოვაწყოთ, ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ, პარლამენტი არის სივრცე სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები