საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 951-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 023 პირს დაუდასტურდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 307 ადამიანი დაინფიცირდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები