„რაც არ უნდა მოღალატე დამიძახონ, მე ჩემს ლექსიკას არ შევცვლი“ – გიორგი გახარია


ყველაფრის მიუხედავად, მე მესმის რომ მე მომიწია მძიმე ნაბიჯის გადადგმა და მე დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე – თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ“ – აცხადებს გიორგი გახარია.

როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, მისი ლექსიკა არ შეიცვლება.

„მე მესმის, ეს ჩემი ტვირთია – ის ტვირთია რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით მე ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი.ჩემი მიდგომა იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ რომლებიც სხვადასხვა ძალას და სხვადასხვა პლატფორმას წარმოადგენენ, რა თქმა უნდა არ შეიცვლება – იმიტომ რომ,  მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში – როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ – ვგულისხმობ სწორედ ამას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.   

მსგავსი თემები