„გვიხარია, ბედნიერები ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, კორიდორში მე გავიარე. „მიჭყვიტინებდნენ“ საყვირებით” – ვახო მეგრელიშვილი

7-თვიანი ბოიკოტი დასრულებულია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ერთვება.

მანამ, სანამ ენმ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, პარტია „გირჩის“ წევრებმა ხუმრობით განაცხადეს, რომ პირველ დღეს პარლამენტში შესულ „ნაცმოძრაობას“ წყლის თოფებით გაწუწავდნენ.

„თან ზაფხულია, ცხელაო“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. თუმცა, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილთან საუბრისას გაირკვა, ისინი პოზოტიურად და იმედიანად ხვდებიან მათ.

„გვიხარია, ბედნიერები ვართ. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, კორიდორში მე გავიარე. „მიჭყვიტინებდნენ“ საყვირებით, ყველანაირად კარგად ვხვდებით და დარბაზში ველოდებით. წყლის თოფებით გაწუწვა მაშინაც და ახლაც ხუმრობა იყო. პოლიტიკური მესიჯი ხომ გასაგებია, წყლით სირბილს არ ვაპირებთ.

მგონია, რომ კარგი დღე და სრულფასოვანი პარლამენტი იქნება დღეიდან, ძალიან პოზიტიურ ხასიათზე ვართ. ალბათ, როგორიც დავიმსახურეთ, ისეთი პარლამენტი გვყავს სრული შემადგენლობით.

საპარლამენტო ცხოვრება არჩევნების წინ – ისეთი ცვლილებებია კანონმდებლობაში შესატანი, რომელზეც ჩვენ წინასწარ ვართ შეთანხმებულები და დღეს თუ არა, ხვალ, იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ შეთანხმების ნაწილი გახდება“, – ამბობს ვახო მეგრელიშვილი.

მსგავსი თემები