„მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი არ გაუკეთეს“ – გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, თავიდანვე იდენთიფიცირდა, რომ გარკვეული მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ.

დღემდე არ ვიცით, მეგის როდის გაუკეთდა ადრენალინი, მოწმეები ამბობენ, რომ მას გაუკეთდა დექსამეტაზონი და დიმედროლი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვიმა განაცხადა.

ბარამაშვილი აცხადებს, რომ ნარჩენებში ადრენალინის ფლაკონი არ იქნა აღმოჩენილი, ბარამაშვილის ინფორმაციით მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი არ გაუკეთეს:

„მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არ გაკეთებია იმუნიზაციის სივრცეში, ვიოლეტა ინასარიძემ კი, დაინახა, რომ მეგი გახდა ცუდად და მაინც დატოვა კლინიკა, ასევე გარკვეულმა თანამშრომლებმა.

მივიღეთ ასეთი მოცემულობა: კლინიკაში, რომელშიც გაწერილი იყო იმუნიზაციის ჩატარება პირებმა არ შეასრულეს თავის მოვალეობა, ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხვალ, რომ ტრაგედია მოხდეს ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი? ჯანდაცვის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი? რომელიც იტყვის, რომ არ ჰქონდა მასალები, რომ იმუნიზაციის პროცესი შეეჩერებინა, თუ პროკურატურა გვეტყვის, რომ დღემდე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება?,“ – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები