“გიორგი გახარია გადადგა, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

„როდესაც გამოგონილი თემებით მიდის კრიტიკა, რეალური თემები ყურადღების მიღმა რჩება“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ ჭორებზე აგებული კამპანია დაიწყო რეგიონებში.

„ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა? შეიძლება, რომ რაღაცები მივაკეროთ გვერდიდან ლოგიკას, როცა ფაქტია ერთი და ნათელი – ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა იმ დროს ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება და რას ცვლიდა ის 2-3 დღე, ჯერ რაციონალური არგუმენტი ამაზე არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ მოძრაობას? დღესაც მათ წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს, ვის წისქვილზეც ნებსით თუ უნებლიეთ დაასხა წყალი ამ ადამიანის მოქმედებამ“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები