თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი

  •  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პირთაგან ჰოსპიტალში 3333 ადამიანი იმყოფება.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 201 ადამიანი, 731 პირს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროება.

გაბუნიამ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროგრამაზე. მისი განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ჯამურად 50 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა.

„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ესენციურ ჯგუფებში, ასევე მოქალაქეებში. „სინოფარმის“ მეორე დოზებით ხდება ვაქცინაცია და „სინოვაკის“ პირველი დოზებით, ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება „სინოვაკის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია. ჯამურად, ორივე დოზით უკვე ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი მოქალაქე და 130 000-მდე მოქალაქე არის ერთი დოზით ვაქცინირებული. პროგრამა რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ისევე როგორც მიმდინარეობს ამჟამად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები