„შიშით, 6 საათის განმავლობაში პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს“ – უმრავლესობა „ნაციონალებზე“

საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობა რომ სდომოდათ, სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და შევიდოდნენ.

„50 ადამიანი იყო შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ დასახვედრად და ამის შიშით ექვსი საათის განმავლობაში პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს, ვის შიშზე ლაპარაკობენ“, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ბრალდებასთან დაკავშირებით,  რომლის მიხედვითაც, მმართველ გუნდს მაში პარლამენტში შესვლის შეეშინდათ, სხდომა ამიტომ დაასრულეს სასწრაფო წესით და გაიქცნენ.

როგორც მდინარაძე განმარტავს, მათ ვერ დაესიზმრებოდათ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განცხადების გაკეთება სურდა.

„პოლიტიკური განცხადების გაკეთება თუ უნდოდათ, ჩაგვაყენონ ხოლმე საქმის კურსში.  არ დაგვესიზმრებოდა პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ. პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება იწყება სამშაბათს, 12:00 საათზე, ამის შემდეგ მაინც რომ იცოდნენ. გაგრძელდა სამი საათის განმავლობაში. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი და ისწავლიან, ნელ-ნელა. შიშზე თუ ლაპარაკობენ, ხვალ დილითაც უნდა მოვიდნენ და ხვალ დილით არ დავხვდებით აქ თუ რას ლაპარაკობენ?! აგონიაში არიან“ – განმარტავს მდინარაძე.

მსგავსი თემები