„ერთი სიმართლე, ერთი ტყუილი და მორალურად ჩაფენილია, რომ გახარია მოღალატეა“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ „რეაქციაში“ ბიძინა ივანიშვილის წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს რამეს ელოდა, მაგრამ არა ასე სწრაფად და არა ასეთი ფორმით. 

„ეს განცხადება ჩემთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ – ამბობს ექსპრემიერი. 

„ამ განცხადებაში არის ორი საკითხი – რომ გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და რომ გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე – რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი – რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება ორი – რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა. არაფერი სხვა მნიშვნელოვანი იქ არ არის“ – ასე  აფასებს გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს.

მსგავსი თემები