„120 000 ადამიანი ამ ეტაპზე უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„120 000 ადამიანის მოთხოვნა არის 300 ლარიანი დახმარება, აქედან 105 000 ადამიანს მიეცა ეს დახმარება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე პროგნოზირებს, რომ აღნიშნული სექტორის მხოლოდ 10 % შეძლებს ფუნქციონირებას პანდემიის შემდეგ:

„10%- ზე მეტი ბიზნესში არსებული რესტორნებისა მუშაობას ვერ გააგრძელებს, ეს გარდაუვალია, ამ ეტაპზე 120 00ო ადამიანი უმუშევარია,

ველოდებით ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რომლებსაც თავის არგუმენტები გააჩნიათ. დღეს სექტორს არ გააჩნია მხოლოდ პრობლემა ეს არის 100 000 – ობით ადამიანის პრობლემა, ჩვენ მივიღებთ სექტორების კრიზისს და ის იმდენად დიდი იქნება სახელმწიფო ვერ შეძლებს მორევას.“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები